

სსიპ ქალაქ თბილისის №207 საჯარო სკოლის
სამოქალაქო განათლების კლუბი
,,ერთობა“
წესდება
1.ზოგადი დებულებები
1.1 სსიპ ქალაქ თბილისის №207 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი ,,ერთობა” (შემდგომში კლუბი) დაფუძნებულია პჰ ინტერნატიონალ-ის მიერ „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში.
1.2 კლუბი დაფუძნებულია 3 წლის ვადით და თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე.
1.3 კლუბს აქვს სახელწოდება, ლოგო, წესდება, აგრეთვე აქვს დადგენილი წესით რეგისტრირებული სხვა რეკვიზიტები.
1.4 კლუბის იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისის 0180, ჩარგლის ქუჩა №34.
2. კლუბის მიზნები და ამოცანები:
2.1 ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, სამოქალაქო განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობა;
2.2 საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება;
2.3 მოსწავლეთა ინიციატივების პროექტების სახით განხორცილება;
2.4 ინტელექტუალური, კულტურული, სპორტული ღონისძიებების ორგანიზება;
2.5 კონფერენციების, სემინარების, ტრენინგების, კონკურსების ორგანიზება;
2.6 აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემოქმედებით უნარების განვითარება;
2.7 კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ემსახურება კლუბის მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია შედეგზე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
3. კლუბში გაწევრიანება :
3.1 კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
3.2 კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის IX – XII კლასის მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს.
3.3 კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობითი ფორმით (განცხადებით და წევრობის მსურველის ანკეტის შევსებით).
3.4 კლუბის წევრებზე გაიცემა ინდივიდუალური მოწმობა.
3.5 კლუბში გაწევრიანებაზე გადაწყეტილება მიიღება კლუბის კოორდინატორის მიერ, სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის დირექტორთან შეთანხმებით.
3.6 კლუბის წევრს უფლება აქვს აირჩიოს და არჩეულ იქნეს კლუბის ნებისმიერ ორგანოში ან თანამდებობაზე (ასეთის არსებობსი შემთხევევაში), მიიღოს ინფორმაცია კლუბისა და მისი ორგანოების საქმიანობის თაობაზე.
3.7 კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში, დაიცვას წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
3.8 კლუბის წევრებს ეკრძალებათ (გარდა PR მენეჯერისა და კლუბის დირექტორისა) იმოქმედონ ორგანიზაციის სახელით კლუბთან ან/და უხუცეს წევრთა საბჭოსთან, კლუბის PR მენეჯერთან და კლუბის დირექტორთან შეთნხმების გარეშე.
3.9 კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქციელზე, რომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან.
3.10 კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება პირადი განცხადების საფუძველზე, ასევე კლუბის საერთო კრების გადაწყვეტილებით როდესაც მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს (ან არღვევს კლუბის ან/და საქართველოს კანონმდებლობას) და უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების დებულებებს და სკოლის დამთავრების შემდეგ.
4. კლუბის სტრუქტურა, მართვა და გადაწყვეტილებების მიღება:
4.1 კლუბი შედგება კლუბის წევრებისგან, რომელთა რაოდენობაა არაუმეტეს ოცი მოსწავლისაა;
4.2 კლუბის ხელმძღვანებლობა იყოფა 2 საფეხურად:
1 საფეხურის ხელმძღვანებლები უფლებამოსილნი არიან ერთპიროვნულად მიიღონ გადაწყვეტილებები (კლუბის დირექტორი, PR მენეჯერი, პროგრამების კოორდინატორი).
2 საფეხურის ხელმძღვანებლები ვალდებულნი არიან თავიანთი გადაწყვეტილებები შეათანხმონ 1 საფეხურის ხელმძღვანებლებთან.
4.3 კლუბს ჰყავს პრეზიდენტი, რომლის უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას. წარმოადგენოს კლუბი მესამე პირთან/პირებთან ურთიერთობისას (კლუბის PR მენეჯერთან და პროგრამების კოორდინატორთან შეთანხმებით), უხელმძღვანელოს კლუბის მიერ განსახორციელებელი პროექტებისა და პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციას, განაგოს კლუბის ქონება (კლუბის კოორდინატორთან შეთანხმებით), დანიშნოს და გაათავისუფლოს კლუბის წევრები კლუბის შემადგენლობაში არსებულ ორგანოებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დანიშნოს კლუბის წევრთაგან ერთ-ერთი მოადგილედ, გაანაწილოს ფუნქციები, მიიღოს სხვა გადაწყვეტილებები საწესდებო მიზნების მისაღწევად.
4.4 კლუბის დირექტორი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ერთპიროვნულად ხელმძღვანელობს კლუბის საქმიანობას.
4.5 კლუბის საერთო კრება ვალდებულია ხმათა უმრავლესობით: დაამტკიცოს სამოქმედო გეგმა, დაამტკიცოს კლუბის წესდება, დაამტკიცოს კლუბის სემესტრული ანგარიში, აირჩიოს ან ვადამდე ადრე გადააყენოს პრეზიდენტი.
4.6 კლუბის პრეზიდენტი აირევა 1 წლის ვადით.
4.7 ერთი და იგივე კანდიდათი პრეზიდენტად შეილება არჩეულ იქნას მხოლოდ 1 ვადით.
4.8 კლუბს შეილება ჰქონდეს კლუბის შიგნით ორგანოები, თემატური ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ თავიანთ სფეროში და ანგარიშს წარუდგენენ კლუბის პრეზიდენტს. საერთო კრებას აღნიშნულ ანგარიშებს გააცნობს პრეზიდენტი.
5. კლუბის მუშაობა
5.1 კლუბი იკრიბება არანაკლებ თვეში ორჯერ, გარდა არდადეგების პერიოდისა;
5.2 კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა არანაკლებ 3/4 ;
5.3 კლუბის შეკრებები ფორმდება საოქმო ანგარიშით.
6. კლუბის ქონება:
6.1 კლუბის ქონება და სახსრები იქმნება: იურიდიულ და ფიზიკურ პირთა შემოწირულობებით, გრანტებით, სხვა კანონიერი საქმიანობით მიღებული შემოსავლებით.
6.2 კლუბის ქონების გამოყენება დაიშვება მხოლოდ საწესდებო მიზნებისა და საქველმოქმედო საქმიანობის შესასრულებლად კლუბის 1 საფეხურის ხელმძღვანელებთან შეთანხმებით.
7. კლუბის რეორგანიზაია და საქმიანობის შეწყვეტა:
7.1 კლუბის რეორგანიზაცია (შეერთება, მიერთება, გამოყოფა, გარდაქმნა) ხორციელდება ამ დებულებით და კანონით დადგენილი წესით.
7.2 კლუბის ლიკვიდაცია ხდება: საერთო კრების გადაწყვეტილებით, მიზნების მიღწევის შემთხვევაში.
8. დასკვნითი დებულება:
8.1 წინამდებარე წესდება ძალაში შედის წესდების ხელმოწერის დღიდან.
8.2 ამ წესდებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ საერთო კრების გადაწყვეტილებით.